სამშენებლო ტექნოლოგია

საცხოვრებელი კომპლექსი მეგა გლდანის მშენებლობისას მშენებლობის უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც შენობის უმაღლეს ხარისხს და გამორჩეულ იერსახეს განაპირობებს. ჩვენ შენების ახალ სტანდარტს ვქმნით!

1

პროექტირება

შენობის დაპროექტებაში მონაწილეობა მიიღო კომპანია Structurama-ს მილანის ოფისმა. Structurama ერთ-ერთი ლიდერი საპროექტო-საინჟინრო საერთაშორისო კომპანიაა ევროპაში.

2

შენობის
ფასადი

მეგა გლდანის ფასადი უნიკალური ტექნოლოგიით და დიზაინით სრულდება. გარე (საფასადე) კედელი რკინა-ბეტონის მონოლითური ფილაა. მისი რელიეფური დიზაინი შენობას გამორჩეულ ერსახეს ანიჭებს.

საფასადე კედელი ერთიანი, მაღალისიმტკიცის მქონეს კონსტრუქციაა. პანელი იწარმოება წინასწარ მოპირკეთებული გარე ზედაპირით და დამატებით, მონტაჟის შემდგომ, მხოლოდ დამცავი საფარით მუშავდება. შედეგად შენობის ფასადი 100 წელზე მეტხანს თავის თავდაპირველ იერსახეს შეინარჩუნებს. საფასადე ფილები MEGA PRODUCTION-ის მიერ იტალიური კომპანიის, BIANCHI-ს საწარმო ხაზზე მზადდება. იგი კონსტრუქციებზე ინდივიდუალური მოთხოვნების ზუსტი გათვალისწინებით გამოირჩევა.

Bianchi Casseforme S.r.l იტალიური კომპანიაა, რომელიც რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მწარმოებლებს სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ნოუ- ჰაუს სთავაზობს. მისი ტექნოლოგიით დამზადებული სამშენებლო კონსტრუქციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება.

3

კოლონები, რიგელები და დიაფრაგმები

ნებისმიერი შენობის უსაფრთხოება დიდწილადაა დამოკიდებული იმ კოლონების, რიგელების და დიაფრაგმების ხარისხზე, რომლებიც შენობის ჩონჩხს წარმოადაგენს და მის მდგრადობას განსაზღვრავს. აღნიშნული კონსტრუქციების დამზადებისთვის მეგა კონსტრაქშენი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებსა და DOKA-ს საუკეთესო ყალიბებს იყენებს, რაც მშენებლობის სიზუსტეს, სისწრაფეს, უსაფრთხოებას და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

Doka GmbH (ავსტრია ) მსოფლიო ლიდერია სამშენებლო ყალიბების წარმოების სფეროში. Doka Group ამჟამად 160 ფილიალსა და ლოგისტიკურ ცენტრს მოიცავს მსოფლიოს 70 ქვეყანაში.

4

გადახურვის ღრუტანიანი ფილები

შენობის სართულებს შორისი გადახურვა სპეციალური, მაღალი სიმტკიცის და შესაბამისი სისქის რკინა-ბეტონის ღრუტანიანი გადახურვის ფილას წარმოადგენს. ფილების სიღრუვე სართულებს შორის ხმის და სითბოს დამატებით იზოლაციას უზრუნველყოფს. ასევე, ღრუტანიანი ფილების გამოყენება ამცირებს შენობის წონას და მას მოქნილობას მატებს, რაც შენობის სეისმომედეგობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

5

სამ ფენოვანი გარე კედლები

შენობის გარე კედლები სამ ფენოვანია. კედლები ივსება მსუბუქი (პემზის) ბლოკის გამოყენებით, რომელთა შორის თავსდება დამათბუნებელი ფენა.