მეგა გლდანი არქიტექტურულად დაკავშირებული ხუთი საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი თანამედროვე ურბანული საცხოვრებელი კომპლექსია.

მეგა გლდანის მაღლივი კორპუსის მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდა და დაიწყო მეორე (A) ბლოკის მშენებლობა. მორიგი სამი კორპუსის მშენებლობა ეტაპობრივად დაიწყება. ოთხივე კორპუსი 10 სართულიანია.

საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა ლაკონური დიზაინით და თანამედროვე სტილის ბინებით. ყველა ბინას აქვს აივანი. მეგა გლდანი პატარა ბინების ფართო არჩევანს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთ, ორ და სამ საძინებლიანი სტუდიოს ტიპის ბინები, 37 მ2-დან, ასევე დუპლექსის ტიპის ბინები ულამაზესი პატარა ეზოებით.

საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია მიწისქვეშა ავტოფარეხით, შიდა ეზოთი და მოედნებით, რეკრეაციული და საბავშვო ზონებით, მშვიდი საცხოვრებელი გარემოთი და, ამავდროულად, გარშემორტყმულია ქალაქის განვითარებული ინფრასტრუქტურით.

მეგა გლდანი თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა და წყნარ უბანში, მეტრო “ახმეტელის თეატრიდან” და გლდანის საქმიანი და კომერციული ცენტრიდან 500 მეტრში, ქერჩის ქუჩა, 6დ ნომერში შენდება.  

ასეთი მოხერხებული ადგილმდებარეობა ბინადრებისთვის დამატებით უპირატესობებს აჩენს სატრანსპორტო, კომერციული, საყოფაცხოვრებო მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო, საბავშვო, საგანმანათლებლო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან წვდომის თვალსაზრისით.

გამორჩეულია სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა: მეტროს, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების საშუალებით ქალაქის ნებისმიერ უბანში მარტივად მოხვდებით.

მეგა გლდანი მშენებლობის მაღალი ხარისხით და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. მშენებლობისას გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიები მეგა გლდანის საცხოვრებელ კომპლექსს ენერგოეფექტურს ხდის. ბინები სრულიად ახალი, თბილი კარკასის პირობით ბარდება. .

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს. შენობა უზრუნველყოფილია დამატებითი სახანძრო კიბის უჯრედით, რომელიც ყველა სართულზე აღჭურვილია კვამლის შემაკავებელი კარით. ლიფტები უზრუნველყოფილია ხანძარ საწინააღმდეგო სისტემით. შენობა მკაცრად აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას.


შენობა ასევე უზრუნველყოფილია:

  • კეთილმოწყობილი სადარბაზოებით;
  • სამგზავრო ლიფტით;
  • სატვირთო ლიფტით;
  • ყველა საინჟინრო კომუნიკაცია: წყლის და საკანალიზაციო სისტემები, ელექტრო და გაზის გაყვანილობა, გათბობის სისტემა, აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს. ძირითადი ყურადღება ექცევა მასალების მწარმოებელს და ხარისხს.

საცხოვრებელი კომპლექსის პირველი კორპუსის მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება.